აშშ-ის 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.
შემდგომი მნიშნელოვანი ეტაპი საარჩევნო კოლეგიის შეკრებაა, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება. 6 იანვარს კი კონგრესში ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს ოფიციალურად დაითვლიან.
დასავლეთ ვირჯინია ბოლო შტატი იყო, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად დადასტურდა. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიაში შტატის ხუთი ხმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერგო.
„სიენენის” ცნობით, ივარაუდება, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა – 232 . აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატს გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმის მიღება სჭირდება.
“რეზონანსი”