ეჰ, რა ქვეყანა დაშალეს, ჰყვაოდა საქართველო-ქვეყანა მტრებს ჩაუგდეს ხელში, რაც ომით ვერა, ფულით ახერხებენ – მალხაზ ხაბაზი

ეჰ, რა ქვეყანა დაშალეს, ხალხი ტანზე რა ჩაეცვა იმას ფიქრობდა, საჭმელ სასმელს ვინ კითხულობდა, ანდა უმუშევარს სად ნახავდი, ჰყვაოდა საქართველო, ერმა განათლება მიიღო და 5 მილიონამდე გამრავლდა.

 

დღეს კი უყვებიან ახალგაზრდებს უშუქობა და პურის რიგები იყოო, კი იყო როცა დაიშალა კავშირი, მანამდე რომ გალაღებული ცხოვრება იყო იმას რატო არ უყვებიან ახალგაზრდა თაობას. ქალი ქალის ადგილზე იყო დაფასებული და კაცი კაცის ადგილზე, დღეს რა ხდება, განათლება ნული, ერი დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა, ეხლა კორონა დაგვიმატეს, კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს, ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლიან ყოველნაირ სიბილწესადა უმსგავსობას, ნარკომანებით გაავსეს ქვეყანა, უმუშევრობა ჰყვავის, ხალხი საჭმელ ფულს ეძებს სხვა რამისთვის ვეღაც იცლის, ქვეყანა მტრებს ჩაუგდეს ხელში და რაც ომით ვერ მოახერხეს ფულით ახერხებენ, ახალგაზრდა გოგონები თავისი ფეხით მიდიან თურქეთში და ფულის გულისთვის მამისა და ბაბუის ტოლა კაცებთან კოტრიალობენ.

კაცების უმეტესობა სახლში ზის და ქალებია ფულის შემომტანი ოჯახში, რამდენი ერთი ჩამოვთავალო, ყველაზე ცუდი კი ის არის რომ 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ და სახელშეცვლილი ერთიდაიგივე სახეები მართავს ქვეყანას, 10% გულაობს, 20% საჭმელ-სასმელი აქვს, ხოლო მოსახლეობის 70% არავის ადარდებს, რატომ იმიტომ რომ პოლიტიკური კურსი გვაქვს ასეთი, კაპიტალიზმი ხალხისთვის არაა, ფული ვისაც აქვს ის ხარობს და უფულო უსახსრობის გამო უდროოდ კვდება.

მალხაზ ხაბაზი