“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება ეხმაურება:
“ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს “ჩალიჩობენ”, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის”
ცნობისთვის, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს და იქვე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციულ ცენზს.