საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ადა მარშანიას ინფორმაციით, აფხაზეთის სომხური დიასპორის უფროსად აირჩიეს და დღემდე ინარჩუნებს ამ პოსტს, ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი!
„ეს ფაქტი ბევრმა არ იცის, არადა მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ეს ადამიანი არის მხილებული ძალიან ბევრ სისასტიკეში და მის მიმართ საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავს!!! გალუსტ ტრაპიზონიანის ამ პოსტზე არჩევა, თვითონ სომხეთის სახელმწიფოს და იმ დიდ დიასპორას არ უნდა აწყობდეთ ყველანაირი თვალსაზრისით, იმიტომ რომ სისასტიკით ცნობილი სადამსჯელო ბატალიონის უფროსის არჩევა, ყველა ჰუმანიტარული, საერთაშორისო კანონმდებლობის შეურაცხყოფა და უგულვებელყოფაა. მე მაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ მაინც, თუნდაც ფაქტების ჩამონათვალით, გნებავთ საბრალდებო დასკვნის სახით, ეს კაციჭამია გარეწარი არ უნდა ამხილოს, მაშინ როცა ამის დამადასტურებული ფაქტები უამრავიააა?
განა ასეთი რთულია სომხეთის ხელმძღვანელებთან კულუარული მოლაპარაკება, იმის თაობაზე რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი გარეწარი, თვითონ სომხებმავე გაიწვიონ ამ დიასპორის ხელმძღვანელი პოსტიდან? ჩვენ რომ სუულ ცოტა, სახელმწიფო ვიყოთ, სახელმწიფოებრივი საკითხები გვაღელვებდეს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდეთ მეზობელ სომხეთთან, რომელიც პირდაპირ მიბმულია საქართველოზე მრავალი ასპექტით, განა ასე მოხდებოდაა? რასაკვირველია ისინი ამაზე საჯარო დისკუსიისგან თავს შეიკავებდნენ, მაგრამ ხომ არსებობს კულუარული მოლაპარაკებებიც და რატომ არ იწუხებენ თავს, თუნდაც ამ კუთხით?
ეს ფაქტი არის ცინიზმი და მსხვილი საკითხების მოგვარება თუ არ შეუძლიათ, იქნებ ეს მაინც მოაგვარონ და მოაშორონ მკვლელი ტრაპიზონიანი იმ დიასპორას, რომელიც აფხაზეთშია?“ – განუცხადა “ალიას” ადა მარშანიამ.
“რეზონანსი”