გუბაზი – სააკაშვილის სადარაჯოზე: “სააკაშვილის “მოტეხვა” უნდათ”

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან აქვს კომუნიკაცია და მისივე თქმით სააკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს რეალისტურად უყურებს.

 

„გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ. ფორმულა ძალიან მარტივია – თუ ოპოზიცია გაუძლებს რამდენიმე თვე, ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის.

სააკაშვილის მოტეხვა, რომ უნდათ ვიღაც-ვიღაცეებს ეს ფაქტია, მაგრამ მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ძალიან გაგიჭირდებათ სააკაშვილის მოტეხვა ამ პროცესებიდან“