ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გადასახადებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გადასახადებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თავად ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა. გამოძიებას დელავერის შტატის პროკურორები აწარმოებენ.

 

როგორც ჰანტერ ბაიდენი აღნიშნავს, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ სამშაბათს შეიტყო, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

სწორედ ჰანტერ ბაიდენის სახელს უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა. ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში დაწყებული გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებდა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გასულ ზაფხულს სატელეფონო საუბრისას უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის, რაც მოგვიანებით სკანდალის მიზეზი გახდა. გამოძიების, რომელიც როგორც დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნით შეწყვიტეს და ერთ-ერთ უკრაინულ ენერგოკომპანიაში, ჰანტერ ბაიდენის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობას უკავშირდებოდა.