თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სააქციო საზოგადოება „თელასი” იუწყება, რომ 10 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, წყალსადენის და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთი მაღალაშვილის, შატილის, ურეკის, ცოდნისკარის და საჩხერის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავეტიკ ისაკიანის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნუშის და ავშნის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის და ლეონტი მროველის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბაქრაძის, მილორავას, ზანდუკელის, მელიქიშვილის, მაჭავარიანის და ყაზბეგის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

“სპუტნიკი”