ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Goal-ი იტყობინება.
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. როსი წლების მანძილზე „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა. 1982 წელს იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. როსიმ იტალიის ნაკრების მაისურით 6 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.