“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, პარლამენტში არ შევა.
“მიმიფურთხებია პარლამენტში შესვლისთვის. საერთოდ არ მინდა პარლამენტში შესვლა. ეს პირობები შესრულდეს, ამაზე ოპოზიციამ ხელი მოაწეროს, ოპოზიცია შევიდეს და უსინდისო ვიყო, მე ჩემი მანდატი უგულავას ცხვირ წინ თუ არ დავხიო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე თითოეულ მოთხოვნას ბოლომდე იცავენ.
“იმ მოლაპარაკებებზე ჯოკრის სათამაშოდ კი არ ვართ, კბილებით ვიცავთ თითო პუნქტს და ვაწვებით ყველას და უკან დაიხიეს ოთხივეზე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ 4 მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, “ქართული ოცნება” თანხმდება და უკან იხევს. მოთხოვნებს შორისაა ვადამელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტმატიმრების გათავისუფლება, გაყალბებული არჩევნების გადათვლის ეფექტურ მექანიზმის შექმნა.
ის ასევე, ადასტურებს რომ დღის წესრიგშია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ჩანიშნული საპარლამენტო, ისე – რიგგარეშე.
“აიპრესი”