ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი გამოკითხეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი გამოკითხეს.

“დოიჩე ველეს” რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, სანდრა რულოვსი საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა და ის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა.

“დოიჩე ველეს” კორესპონდენტის ცნობით, ხანგოშვილი რულოვსთან შეხვედრას გეგმავდა.

გამომძიებლებმა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლაზე ვერ დაითანხმეს, ამიტომ ის ტელეფონით გამოკითხეს.

რულოვსისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დეტალები უცნობია.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში გასული წლის აგვისტოში მოკლეს.

გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის დაკვეთაში რუსული მხარე დაადანაშაულა.

 

“რუსთავი2”