დარწმუნებული ვართ, ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას

საქართველოს პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთში მეათე მოწვევის პირველი სხდომა უნდა დაიწყოს, მივიდა უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით,  ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში.

“დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი 4 წლიანი პოლიტიკური ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაევლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

“რუსთავი2”