“ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი მაშინ აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს. და ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა” – ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა სუბიექტმა, გუბაზ სანიკიძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩა დემოკრატიის სამშობლოა და ის მმართველ პარტიას სალექციო კურსს სთავაზობს.
“ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი მაშინ აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს. და ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო ზუსტადაც რომ არის ქუჩა!
დემოკრატია დაიბადა ათენის და რომის ქუჩებში – ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის – დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. დიდი სიამოვნებით „ქართული ოცნების” დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოსთან დაკავშირებით.
ოპოზიციამ დღეს მოიპოვა ძალიან სერიოზული ტაქტიკური გამარჯვება იმიტომ, რომ თვენახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ყველა ადამიანური სისუსტე იმ კორპუსის მიმართ, რომელიც არის ოპოზიციაში, მაგრამ ფაქტი სახეზეა, პირველი სესია მეათე პარლამენტმა გახსნა ცალფეხამ და ხეიბარმა” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
წყარო: newposts.ge