„როდესაც შეზღუდვები წესდებოდა, არავის უთქვამს, რომ ეს ზომები მოიტანს მყისიერ შედეგს. მთავარი მიზანი იყო, რომ არ გვქონოდა ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თუ აკვირდებით, ბოლო 2 კვირის სტატისტიკას, ნახტომისებური ზრდა აღარ გვაქვს. შაბათ-კვირას ვართ 3 000-3 500 ინფიცირების ფარგლებში, სხვა დღეებში გვაქვს 4-5 ათასამდე. საკოორდინაიო საბჭო რა თქმა უნდა, აკვირდება ეპიდსიტუაციას. ყოველდღიურად ხდება ამის ანალიზი. როდესც ჩვენ მივუახლოვდებით 24 დეკემბერს, ვნახავთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ მანამდე ვატარებდით დღეში 10-13 ათას ტესტს, ახლა ტარდება დაახლოებით 20 ათასი ტესტი. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს გარკვეული სტაბილიზაცია. უნდა ვეცადოთ, ეს რიცხვი შევინარჩუნოთ და შემდეგ თანდათან შევამციროთ ის. რაც შავ პარასკევს მოხდა, არ უნდა განმეორდეს და ეს შედეგი, რაც გვაქვს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადებისას, 27 ნოემბერს, მთავრობამ საზოგადოებას მისი შემსუბუქების ერთკვირიანი ციკლის შესახებაც აუწყა, რომლის თანახმადაც 24 დეკემბრიდა 2 იანვრამდე შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს.