გავრილოვის სკამზე დასმა, თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება პარლამენტის და ისტორიის შეურაცხყოფაა– ახალ პარლამენტს პრეზიდენტი მიესალმა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან პარლამენტის როლზეც ისაუბრა და თქვა:

“პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს, მისი შეურაცხყოფა, იქნება ეს გავრილოვის სკამზე დასმით, თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით, ან კიდევ პარლამენტში ხელჩართული ბრძოლის გაჩაღებით, შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას სადაც განისვენებსნ იუნკრები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები, დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერ მიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ, ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდანტზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე.”