მეც რომ ვიდებოდე, ჩავდებდი საკუთარ თავს… – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, გადაცემაში „პროფილი“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს:

 

მორო

„შვილები გაზარდე, გაქვს სამსახური, იცი რომ ქუჩაში არასდროს იქნები…

კრედიტი მაქვს ძალიან დიდი აღებული, რადგან გურიაში სახლი ვიყიდე და მოვაწყვე… ჩადებული მაქვს ყველაფერი, მეც რომ ვიდებოდე, ჩავდებდი საკუთარ თავს… ამიტომ ველოდები ტურიზმის სექტორის ამოქაჩვას და განვითარებას, ამ პანდემიის ფონზე, თორემ ცუდ დღეში ვიქნები…

დავუბრუნდეთ სიყვარულის საკითხს, როდესაც შენი საქმე გაქვს და დაამთავრებ სამსახურს, შვილები აღსაზრდელი არ გყავს, გრჩება ბევრი დრო და არ იცი რა აკეთო..

ამ დროს კარგია, როდესაც გვერდით საყვარელი მამაკაცი გეგულება და შეგიძლია ბუხართან თავი დაადო და დრო მასთან ერთად გაატარო“