პირველ სხდომას ესწრებიან პრეზიდენტი, პატრიარქის მოსაყდრე და ამერიკის ელჩი – ლაშა ნაცვლიშვილი

პირველ სხდომას ესწრებიან პრეზიდენტი, პატრიარქის მოსაყდრე და ამერიკის ელჩი, ვერ ესწრებიან ბოკერია და ბურჯანაძე, არ ესწრება მელია – ლაშა ნაცვლიშვილი

“ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მეგობრებო, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქის მოსაყდრე და ამერიკის ელჩი, ვერ ესწრებიან ბოკერია და ბურჯანაძე და არ ესწრება მელია.

ოცნება, დედას გაფიცებ, ნუ დაგვირღვევთ რა, ამ იდილიას…” – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

წყარო: ptn.ge