საქართველო თურქულ რკალში უფრო მჭიდროდ ექცევა: ბაქოში ერთობლივი აზერ-თურქული აღლუმის ჩატარება, ყარაბაღში მიღწეული “დიდი გამარჯვების” აღსანიშნად, რა თქმა უნდა, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას მოასწავებს – მიმდინარეობს აზერბაიჯანის თურქიზაცია. ნაცვლად ევროპეიზებული პოსტსაბჭოთა მეზობლისა, აღმოსავლეთით ჩვენ გვყავს უკვე პირწავარდნილი აზიური დესპოტია, რომელიც თავის დიდ მფარველთან, ერდოღანის თურქეთთან ერთად, კავკასიაში და კასპიის ზღვის რეგიონში დიდ გეგმებს სახავს – არც თუ მშვიდობიანს. აღლუმზე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა კიდეც:
“ომი ჯერ არ დასრულებულა!”
ამ ვითარებაში, სომხეთის გარდა, ვინ არის წაგებული? რუსეთი? – ზოგი ამაზე აკეთებს აქცენტს. მაგრამ რუსებმა თავიანთი დესანტი შუაგულ აზერბაიჯანში გადასხეს, სომხეთშიც მყარად უდგათ ფეხი და რუსებს ვერც ერთი ერდოღანი და ალიევი ვერ გაუბედავს “ზედმეტს”. მაშ, საქართველო ხომ არ არის საფრთხის ქვეშ? – საინტერესოა “ევროინტეგრაციის” მოიმედე ლაყაფისტების აზრი, თუმცა მათი ე. წ. აზრი ისედაც ცნობილია!
ქვევით კი იხილეთ ვიდეოკადრები, რომლებიც თურქულ აღლუმს ასახავს ბაქოში. ასეთ აღლუმს ველოდოთ არა მარტო ბაქოში, არამედ კავკასიის სხვა ადგილებშიც, თუკი გონს არ მოვალთ ქართველები!