შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი აღარ შედგება. სუსტი ტრამპი უკვე დანებდა, ისევე, როგორც მისი ასეთივე სუსტი მომხრეები – მათ შეეშნდათ. ტრამპს შეეშინდა. აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ არ მიიღო ტეხასის შტატის სარჩელი, რომელშიც ოთხ გადამწყვეტ შტატში არჩევნების შედეგების გაუქმება იქნა მოთხოვნილი.
ტეხასს სურს, რომ ამ შტატების ამრჩევებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევნების საკითხი სენატში გადავიდოდა და მორჩა. მაგრამ ახლა ამრჩევთა კოლეგია ბაიდენს დაასახელებს პრეზიდენტად. თუმცა მნიშვნელოვანი სხვა რამ არის.
1. სარჩელი შეიტანა ტეხასმა, ხოლო კიდევ 20-მა შტატმა ამ სარჩელს მხარი დაუჭირა. ანუ, შტატების თითქმის ნახევარი, ამ არჩევნებს არაკეთილსინდისიერად, გაყალბებულად მიიჩნევს.
2. ას კონგრესმენზე მეტი, ეს კი რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენთა თითქმის 2/3-ია, მხარს უჭერენ სარჩელს. შესაბამისად, რესპუბლიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები უპატიოსნოდ ჩატარდა, რომ ტრამპს მაქინაციების საშუალებით მოპარეს გამარჯვება.
3. სამაგიეროდ, არჩევნების გაყალბების მოწინააღმდეგეებმა ბრძოლა ბოლომდე არ განაგრძეს. ასევე უმაღლესმა სასამართლომ ვერ გაბედა სარჩელის განსახილველად მიღება. რატომ? იმიტომ, რომ მათ სამოქალაქო ომის ეშინიათ. მათ იიან, რომ მალე დამარცხდებიან და მათ მიმართ განხორციელდება რეპრესიები.
არჩევნებამდე მთელი წლის მანძილზე ტრამპის მოწინააღმდეგეებმა ძალადობის კარნავალი მოაწყეს ქვეყნის თითქმის ყველა მთავარი ქალაქის ქუჩებში. ჩამოყალიბდა ბოევიკთა მრავალათასიანი არმია, რომლებიც თავიანთ გზაზე ყველაფერს ანგრევენ და მათ არ სჯიან არც პოლიცია, არც სასამართლოები. ამ ბოევიკებს განადიდებენ მასმედიის საშუალებით. ყოველივე ამან პირდაპირი ძალისმიერი საფრთხე შეუქმნა ტრამპსა და მის მომხრეებს. თუკი სასამართლო ტეხასის შტატის სარჩელს მიიღებდა, ამერიკული ქალაქები კიდევ უფრო მეტად გაეხვეოდნენ ძალადობის ალში. ტრამპის მოწინააღმდეგეები მზად იყვნენ სამოქალაქო ომისათვის და იმუქრებოდნენ კიდეც ამით. სამაგიეროდ, ტრამპის მომხრეები და თავად ტრამპი შეშინდნენ, რადგან მათ ესმით, რომ ჰიბრიდულ სამოქალაქო ომში ისინი დამარცხდებიან.
4. კანონი საერთოდ არაფერ შუაშია, იურისტები კი მოძებნიან ნებისმიერი, ერთმანეთის გამომრიცხავი ქმედებების დასაბუთების გზას. ყველაფერი ძალამ გადაწყვიტა. ბაიდენი და მისი გუნდი სათავეში ჩაუდგებიან ქვეყანას, რადგან მათ ძალით წაართვეს ტრამპს ხელისუფლება, პრეზიდენტს, რომელმაც ვერ შექმნა თავისი პოლიტიკური არმია, არამედ უბრალოდ ელოდა პატიოსან არჩევნებზე გამარჯვებას. მალე ეს რომანტიკოსი დაკარგავს ძალაუფლებას და მთელი თავისი ცხოვრება ირბენს სასამართლოებში, მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისგან თავის დასაცავად.
5. არა სამართალი და დემოკრატია, არამედ სულ უფრო მეტად ძალა წყვეტს ხელისუფლების საკითხს 21-ე საუკუნის 20-იან წლებში. ეს აჩვენა ბელარუსიამაც, ეს აჩვენა მთიანმა ყარაბაღმაც. ახლა ამას აჩვენებს დიდი ამერიკა, მსოფლიოს ტრენდების მთავარი მამოძრავებელი. ეს იქნება მაგალითი ყველასათვის, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული გამარჯვება არჩევნებზე. აი ასე უნდა გაიმარჯვო, როგორც ბაიდენის გუნდმა და ამერიკაში არსებულმა “სიღრმისეულმა სახელმწიფომ” გაიმარჯვეს. ახლა ყველა დაახლოებით ასე მოიქცევა. და ეს ყველაფერი, უბრალოდ, შიშის მომგვრელია.
სერგეი მარკოვი