შვედეთის ხელისუფლებას ქვეყანაში ნაღდი ფულის გამოყენებაზე უარის თქმა სურს, რისთვისაც ეროვნული ვალუტის – შვედური კრონის ციფრული ანალოგის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, პერ ბოლუნდის განცხადებით, დაწყებულია მასშტაბური კვლევა, რომელიც 2022 წლის ნოემბრისთვის დასრულდება და ამ დროისთვის ქვეყანაში ციფრული კრონა უნდა გაჩნდეს.
2020 წელს შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 10% შეადგინა. მშპ-სთან მიმართებაში ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი წილია.