აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს აიყვანოს სპეციალური პროკურორი, რომელიც გამოიძიებს 3 ნოემბერს ქვეყანაში, სავარაუდოდ, გაყალბებულ არჩევნებსა და ასევე გამარჯვებული კანდიდატის ჯოზეფ ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის საქმიანობას. ამის შესახებ პარასკევს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.
ჟურნალის წყაროების თანახმად, ცოტა ხნის წინ ქვეყნის მეთაურმა დაავალა თავის მრჩევლებს, მოძებნონ შესაფერისი კანდიდატები ამ თანამდებობაზე. მსგავსი იდეა გამოთქვა თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც, ასევე ტრამპის არაერთმა მხარდამჭერმა აშშ-ის კონგრესში.
როგორც გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, თეთრი სახლის აპარატის შტაბის უფროსმა, მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე განხორციელდეს თავისი გეგმა.