საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ იყო წარმოდგენილი, დასანანი და შეურაცხმყოფელი სანახავი იყო.
„11 დეკემბერს დაგვაბრუნეს საბჭოთა კავშირში, მაგრამ 4 წლით საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებენ, ნამდვილად.
ეს მართლაც დასანანი და შეურაცხმყოფელი სურათია. მე რიცხვებს და თარიღებს ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ შეიძლება დაფიქრდეს, როდის არის მათთვის მომგებიანი პოლიტიკური კალენდარი და როდის იქნება მათთვის მომგებიანი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია ისინი თავისი პარტიის პოზიციიდან ფიქრობენ და, ბუნებრივია, მათზე იქნება დამოკიდებული მეტწილად ამ თარიღის დანიშვნა. ბევრი დეტალისგან შედგება.
ის, რომ ეს დღეიდან გაღრმავდება, ეს ფაქტია, ამ მომხდარ ამბავს დღეიდან მარტო გაღრმავება უწერია. ვერაფრით ვეღარ შეტრიალდება ეს ამბავი სხვა სცენარში. შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ უკვე ვეღარ შეტრიალდება. ეს დაიწყებს გაღრმავებას.
თარიღებს ვერ გეტყვით. კი, 11 დეკემბერს დაგვაბრუნეს საბჭოთა კავშირში მაგრამ 4 წლით საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებენ ნამდვილად“, – განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.