ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო როსის დაკრძალვის დროს მისი სახლი გაძარცვეს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც იტალია საყვარელ ფეხბურთელს ემშვიდობებოდა, მის სახლიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს.
პაოლო როსი 9 დეკემბერს 64 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. როსი წლების მანძილზე „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა. 1982 წელს იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. როსიმ იტალიის ნაკრების მაისურით 6 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.