დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, 24 დეკემბერს ქვეყანაში ყველაფრის გახსნა შესაძლოა სახიფათო იყოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში.
აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, – ამბობს იმნაძე.