ვინ აჩუქა პაატა იმნაძეს მილიონნახევრიანი ბინა?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს წელს ძვირადღირებული შენაძენი აქვს: მისი ოჯახის მფლობელობაში აღმოჩნდა ძვირადღირებული ბინა, თუმცა უცნობია საიდან აქვს კორონავირუსთან მებრძოლი სამეულის ერთ–ერთ წევრს ამ ბინის შესაძენი ფული.

ჭავჭავაძის 60 ნომერში, ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსი მდებარეობს. მე-17 სართულზე, 200 კვადრატამდე ბინის მფლობელი პაატა იმნაძეა, რომელმაც ბინაში თითქმის მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა.

2020 წლის 3 მარტს, როცა დეკლარაცია შეავსო, ბინა უკვე პაატა იმნაძის მფლობელობაში იყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო დამალა. ფინანსური დანაზოგი რომ აქვს, ოფიციალურ დოკუმენტში არ დაუმალავს, მაგრამ მთავარი არხის დათვლით,  ხელფასის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პაატა იმნაძეს ამ სახლის შესაძენად 15 წელი უნდა ემუშავა. თუმცა, ბინის შეძენა, რემონტი და საცხოვრებლად გადასვლა მეუღლესთან ერთად სულ რამდენიმე თვეში მოახერხა.

პაატა იმნაძე არ უარყოფს, რომ ბინა მის მფლობელობაშია, თუმცა, თქვა, რომ ბინა მეუღლემ ხათუნა გოგელიამ შეიძინა და ჯერ გაფორმებული არ აქვს. ქალბატონი ხათუნა, რომელიც პროფესიით გელშტატ თერაპევტია, მთავართან ინტერვიუში ამბობს, რომ ბინა საჩუქარია.

შაბათის მთავარმა გაარკვია, რომ კომპანიას, რომელმაც პაატა იმნაძეს ოცნების სახლი აუშენა, კიდევ ერთი სერვისი აქვს.  გაყიდვების დეპარტამენში ამბობენ, რომ შეუძლიათ, ბინა არ გადააფორმონ მყიდველზე იმ შემთხვევაში თუ მფლობელს სურს დამალოს ქონება.

პაატა იმნაძის ქონებრივ დეკლარაციაში სახლებისა და აგარაკების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თითოეულის სავარაუდო ღირებულებაც სოლიდურია, ფინანასური დანაზოგიც რამდენიმე ათასი დოლარია.

წყარო