ვიფიქრე, ვიფიქრე და შემეცოდა გვარამია.
ზოგი მის დასჯას მოითხოვს.
მაგრამ ამაზე მეტი დასჯა არსებობს?!
ყველა დანაშაული რომ ჩამოეწეროს სააკაშვილს, ამ ცოდვას მაინც ვერსად წაუვა:
რა დამართა ამ საცოდავს?!
ჯერ – მინისტრად დანიშვნით და შემდეგ სასწავლებლად გაგზავნით;
ბოლოს – წარმოუდგენელი დავალებით.
და ამ საცოდავმა ცოდვილმა მართლა დაიჯერა, რომ რევოლუციის მოწყობა შეეძლო.
და კი ვხედავთ, რაც დაემართა:
ბიძინას რომ ვერაფერი დააკლო, ამერიკის ელჩს მიუხტა.
და მაინც მეცოდება.
არ უნდა შემეცოდოს სააკაშვილის კიდევ ერთი მსხვერპლი?!
იოსებ ჭუმბურიძე