ახალი რეგულაციების თანახმად, 2020 წლის 15 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში მიემგზავრებიან ტურისტული მიზნით და ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქმედ და გამოყენებულ ვიზას, ეგვიპტის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მიიღებენ ქვეყანაში შესვლის უფლებას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი იტყობინება.
წყარო: report.ge