შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, გასულ ორ დღეში გაფრთხილება 268 ობიექტს მიეცა. ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“12-13 დეკემებერს ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემეთხვევაში განხორციელდა გაფრთხილება, 72 ობიექტის შემეთხვევაში განხორცილდა დეტალური შესწავლა და დადგინდა, რომ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან.
რემონიტორინგის შედეგად განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და დადგინდა, რომ 32 ობიექტი ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, 3 კი დაჯარიმდა.
მთლიანობაში, 28 ნოემბრიდან ინსპექტირება განხორციელდა 31 ათასზე მეტ ობიექტზე, 20 797 ობიექტზე გაიცა გაფრთხილება რომელთაგან საქმიანობა შეუჩერდა 6 018 ობიექტს, რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 467 ობიექტი და კრიტიკული შეუსაბამობის გამო, დაჯარიმდა 27 ობიექტი” – განაცხადა ბექა ფერაძემ.
წყარო: ptn.ge