ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემი (1337 ახალი შემთხვევა) გარკვეულწილად, შაბათ-კვირას ტესტირებების ნაკლებ ინტენსივობას უკავშირდება, თუმცა, კლების მაჩვენებელი მაინც სტაბილურია.
“დღევანდელი მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, გარკვეულწილად, ბოლო პერიოდში უჩვეულოდ დაბალია. დღეს იყო 1337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ და აქედან გამომდინარეა ეს შემთხვევების რაოდენობა, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი მაინც სტაბილური რჩება.
ტესტირება ანტიგენით სიმპტომურ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ამ კვირაშიც გაგრძელდება ისეთივე ინტენსივობით, როგორიც აქამდე იყო. ასე რომ, ნებისმიერი პირი, ვინც ჩათვლის, რომ სჭირდება ტესტირება და ექნება ამასთან დაკავშირებით ოჯახის ექიმისგანაც რჩევა, შეუძლია მივიდეს, 200-ზე მეტი დაწესებულებაა ჩართული ტესტირების პროცესში,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
“რუსთავი2”