ამ ქვეყანაში მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩის მჯერა

“მე ამ ქვეყანაში მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩის მჯერა.

აშშ-ის ელჩმა ჩამოსვლისთანავე გამოგვიყვანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, იმიტომ, რომ მიაღწია 8 მარტის შეთანხმებას. იმის ნაცვლად, რომ მადლობელი ვიყოთ, ამ ხალხმა რა დააშავა მე არ მესმის. მე იმედი მაქვს ფასილიტატორების, რომ არ აყვებიან ემოციას და ნერვებს და ბოლომდე მიიყვანენ პროცესს, რომელსაც ქართველი ხალხისთვის აკეთებენ”, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.