აშშ-ში 4 ვაქცინირებულს სახის დამბლა განუვითარდა

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის დამბლა“ განუვითარდა.

აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

უმეტესად, სახის დამბლა დროებითია. სიმპტომები გაუმჯობესდება რამდენიმე კვირაში, ხოლო სრული განკურნება რამდენიმე თვეში მოხდება. პაციენტების გარკვეულ რაოდენობას კი კვლავ აღენიშნება დამბლის გარკვეული სიმპტომები მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად, „ბელის დამბლა“ განმეორებითია.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ალერგია აწუხებს, ურჩია თავი შეეკავებინათ ვაქცინაციისგან, რათა არ გამოიწვიოს „ბელის“ დამბლა.

 

“რეზონანსი”