მოკრძალებული შეკითხვა ქართველებს, თითის აწევით.
სიტყვა პატრიოტი დეგრადირებულის შესატყვისად ვუქციეთ შვილებს, ქართველობის ხსენებაზე კრუნჩხვები ემართებათ სოროსში გამოზრდილ პატარა ქართველებს. ამას ნარკოპროპაგანდაც უწყობს ხელს და გარყვნილების თეორიების მთელი სისტემა წიგნად, ვიდეოდ თუ სახელმძღვანელოდ უცხოურიდან თარგმნილი და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემული. თეატრების, მუზეუმების, მოზარდთა ინტელექტუალური წრეების და სპორტული წრეების ნაირსახეობების მაგივრად ჩვენი შვილები ქართველი ,,ბიზნეს ღორებისგან” გახსნილ ნარკო და სექს კლუბებში დადიან სოროსული გაკვეთილების შემდეგ (კორონამ შეუშალა ხელი და ახლა დეპრესია აქვთ)
მე რომ ახლა აქ ყველაფერი დავწერო რაც ქართველებმა (ერმა და ბერმა) შვილებს დავმართეთ და ამის გამო რაც ელით მათ ისიც ვთქვა, ალბათ ინფარქტები გამრავლდება, მაგრამ ერთ კითხვას მაინც დაგისვამთ ძვირფასო და მტერზე შვილების მიმბარებელო ქართველებო:
ვის იმედად ვტოვებთ ამ უძველეს და ულამაზეს სახელმწიფო, საქართველოს?! (ოღონ არ ვიცი თუ არის საერთოდ ეს შეკითხვა კიდე აქტუალური და თუ ესეც ჩამორჩენილობად არ ეჩვენებათ შვილებს, ან თვითონ მშობლებს)
გურამ ქართველიშვილი