ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსისდამი ჯოგური იმუნიტეტი ზაფხულში გამოუმუშავდება, თუ ამ დროისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საკმარისი რაოდენობის ადამიანი აიცრება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სალვადორ ილლიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა 2021 წლის იანვარში დაიწყება და ზაფხულისთვის ესპანეთის მოსახლეობის ორი მესამედის აცრა იგეგმება.
კითხვას მიაღწევს თუ არა ესპანეთი ჯოგურ იმუნიტეტს მან ასე უპასუხა: „დიახ. ტექნიკოსები ასე ამბობენ, რომ ადამიანებს ჯოგური იმუნიტეტი აქვთ, იმის მიუხედავად დაავადება გადაიტანეს თუ ვაქცინა გაიკეთეს” – განმარტა მინისტრმა.
წყარო: ptn.ge