გავა წლები, ბევრს ყვ…ით ათრევენ მერწმუნეთ, ახლა, იმ უჰანშიც კი, პირბადე აღარ არის სავალდებულო- დათო ხვადაგიანი

ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისადა, რასაც ვიძახდი „კოვიდი 19“-ის პირველ პერიოდში, რომ არაა საჭირო ხალხის დაზაფვრათქო, ეგრეც ხდება ახლა !

ამ ციფრების წარა-მარა ცხადება და შესაბამისად ხალხის დაპანიკება, უფრო ტვირთავს თემას, თანაც ცუდად, მერე ექიმები გამოდიან „დაჩაგრულები, სისტემა გადატვირთული, გმირები“ და ა.შ.

არავის შრომას არ ვაკნინებ, მაგრამ ეს „დიდების 10 წუთის“ სინდრომიდან უნდა გამოვიდეთ რა, რომელიც იმ დედამოხნულმა ჯანმომ დააწესა და მილიარდების შოვნაზე გადავიდა თავად და მისი ფრთის ქვეშ მყოფი ბიზნესკომპანიები !

ტყუილად გვამუნათებენ, რომ თურმე ამაზე „ვერაგი ვირუსი“ სამყაროს არ სცოდნია !!!

ე ბიჯო, ჩინეთიდან ხომ მოდის ეგ „ვერაგი ვირუსი“ ? რატომ არ ჰყავს მაშინ მაგ ჩინეთს, მილიარდზე მეტი მაცხოვრებლით სავსე ქვეყანას … 70 ათასზე (!!!) მეტი ინფიცირებული ??? არ მითხრათ ახლა, რომ ისეთი მოწესრიგებულები არიან ჩინელები, რომ უტატატატაა …

მე მაგის პასუხი ვერსად ვიპოვნე !!!

არის ვერსიები, რომ თურმე პირველივე დღეებში ჩინეთმა ის ქნა, ეს ქნა, ჩაკეტა ყველაფერი, სახლში გამოკეტა ყველა და უტუტუტუუუ … ვის გჯერავთ ეგ სიდებილე ?

მილიარდზე მეტი მოსახლე გააკონტროლა მთავრობამ „დედაბუდიანად“? და 70 ათასამდე ინფიცირებულით და რამდენიმე ათასი ადამიანის სიკვდილით დასრულდა ეგ ამბავი ჩინეთში ? ახლა თვით იმ უჰანშიც კი, პირბადეც აღარ არის სავალდებულო !!!

რა არის ეს, რა ჯანდაბაა ???

სიშტერეა იმის ძახილი, რომ ვირუსი არ არის, მაგრამ ასეთი ისტერიკა ? რა უბედურებაა, რას ემსახურება ყოველივე ეს ???

ვირუსები იყო, არის და იქნება მუდამ, სამწუხაროდ მათ ადამიანების სიცოცხლეები ეწირება და ათასობითაც, თუმცა, პანდემია, ჯანდაბა და დოზანა, მსოფლიოს მასშტაბით არ გამოცხადებულა პრაქტიკულად არასოდეს, ყველაზე მკვლელი ვირუსების დროსაც !!!

ჰოდა, კითხვები ჩნდება, ჩნდება ადგილზევე, მსოფლიოს რომ თავი გავანებოთ !!!

ცირკია რა, ზოგი სახელმწიფო „უშვებს ლაგამს“, ზოგი ამკაცრებს., ამ დროს მეზობლები არიან !!!

„ჩო ზა ხუინია“ ? – როგორც ჩვენი ოკუპანტი მეზობლები იტყვიან !!!

ალბათ იცით, რომ ბელარუსი „ამოწყდა“, იქ ახლა მხოლოდ „ზომბები“ დარბიან, აფრიკას რატომღაც არ ეკარება ვირუსი (???), ნუ თურმე იმიტომ რომ იქ ცხელა, აზიაში პრაქტიკულად აღარ არის, ახალ ზელანდიას და ავსტრალიას ალბათ ოკეანე „იცავს“, კანადაზე საუბარი აღარ არის (იქაც ცხელა?), არადა ამერიკის მეზობელია „თლათ“ და რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო კიდევ ?

თუმცა … „არა არს დაფარული რაიც არ გაცხადდეს“ !!!

გავა წლები, ცოტა-ბევრი … არ ვიცი, მაგრამ ამის გამო, ბევრს „ყვ…ით ათრევენ“ მერწმუნეთ !!!”