გიფიქრია მათ მცირეწლოვან შვილებზე, ვისაც შენი პირიდან და არხიდან გადმოღვრილი ფეკალიებით ყოველდღე აბინძურებ?

ყველამ იცის, რომ ჩემთვის ბავშვები წმინდათა წმინდაა!
არასოდეს მიხსენებია აუგად არავის შვილი თუ ოჯახის სხვა წევრი და ახალგაზრდა კოლეგებისთვისაც არაერთხელ მითქვამს, – ოჯახი ხელშეუხებელია!


ჰოდა, თავხედო მთავართამამო, ახლა შენი შვილები რომ არიან, იმ ასაკში იყვნენ იმ პოლიტიკოსების შვილები, სამშობლოს ღალატში რომ ადანაშაულებდი შენ პირადად და ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე” მიუძღვენი!
ჰკითხე შალვა ნათელაშვილს, – სად იმალებოდნენ და ვინ მალავდა მის შეშინებულ ცოლ-შვილს!
ჰკითხე კობა დავითაშვილის შვილებს, – რა დაემართათ, როცა უმოწყალოდ ნაცემი მამა ნახეს!
ჰკითხე სულხან მოლაშვილის შვილებს, – რა მდგომარეობაში იყვნენ, როცა მათ მამას სასტიკად აწამებდნენ ციხეში!
ჰკითხე გიორგი გამცემლიძის შვილებს, – რა დაემართათ, როცა მამის ცხედარი მიუსვენეს!
ჰკითხე კონსტანტინე გამსახურდიას შვილებს, – როგორ განიცდიდნენ, როცა მათ მამას სამშობლოს ღალატს აბრალებდით!
და კიდევ რამდენი ასეთი!..
შენი შვილები რა შუაში არიან, მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ გიფიქრია იმათ მცირეწლოვან შვილებზე, ვისაც შენი პირიდან და შენი არხიდან გადმოღვრილი ფეკალიებით ყოველდღე აბინძურებ?
რაო, ისინი არ არიან შვილები?!
სხვისი შვილები არიან და არაუშავს?!
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგად შევიდეს შენს ბოროტებით დაბინდულ გონებაში:
შენი შვილები ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს და არ დაგავიწყდეს, რომ შვილები სხვებსაც ჰყავთ!

ბონდო მძინარაშვილი