დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომავალ 2 კვირაში სიკვდილიანობის ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 400-მდე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
“მომავალი ორი კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ხელოვნური სუნთქვაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რადგან როგორც წესი, სიკვდილიანობა 2-3 კვირის ინაცვლებს მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევები” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: itv.ge