“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი თეა წულუკიანის, კომენტარს – “მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული” – პასუხობს და ამბობს, რომ თეა წულუკიანიც მზეთუნახავია.
“მინდოდა მეთქვა, ქალატონო თეა, დიახ, თქვენც კი, ხართ თქვენი შვილისთვის მზეთუნახავი, დიახ, თქვენც კი იქნებოდით, როცა პატარა იყავით, თქვენი მშობლებისთვის მზეთუნახავი და მე მგონია, რომ ქალბატონ თეას ელემენტარული ქალური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაინც უნდა გამოეჩინა და ამ ვითარებაში საერთოდ მე, როგორც ნიკა გვარამიას, ცალკე აღებულს, მეუღლეს, ქალს, საერთოდ არ უნდა ვეხსენებინე. მე ასე ვიზამდი”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი