რუსული ვაქცინა “სპუტნიკის” აპრობაცია შეიარაღებულ ძალებში წარმატებით მიმდინარეობს – გენერალი კონაშენკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა საზოგადოებას რუსული ანტი-კოვიდ ვაქცინის შესახებ გავრცელებული ინსინუაციების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

“ჩვენთვის დაწვრილებით არის ცნობილი, თუ უცხოეთში როგორ არის მობილიზებული ფულადი სახსრები და ადამიანური რესურსები იმისათვის, რათა მოახდინონ მსოფლიოში და საკუთრივ რუსეთში ჩვენი სამამულო ვაქცინის, “სპუტნიკ V”-ის დისკრედიტაცია. უცხოეთიდან წამოსული გრანტების საშუალებით დაფინანსებულ ინტერნეტ-საიტებზე ხდება ფსევდოანალიტიკური “გამოძიებების” და ყალბი მოწმობების გავრცელება, რომ თითქოს რუსული ვაქცინა საფრთხეს შეიცავს და ამ მიზეზით ყველა უარს ამბობს მის გაკეთებაზე, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. მაგრამ, სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სავსებით ნებაყოფლობითია, “სპუტნიკ V”-ით აცრაზე უარის თქმის შემთხვევები სამხედროებში არ აღინიშნება.

აცრის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობით დაწყებული, სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებით დამთავრებული, წარმოადგენს რუსეთში შექმნილი ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტიას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვაქცინის შემოშავებასა და გამოცდაში უშუალო მონაწილეობას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგები ღებულობდნენ” – განაცხადა გენერალმა კონაშენკოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე ვაქცინას წლის ბოლომდე მიიღებს. ამ ამოცანის შესრულება სამხედრო ექიმების 300-მა ბრიგადამ ითავა. დღესდღეობით, რუსეთის ჯარში ვაქცინაცია 10 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. კონაშენკოვმა აღნიშნა: პირველ რიგში, ვაქცინას ღებულობენ ექიმები, გემების ეკიპაჟები, სამხედრო-კოსმოსური ძალების მფრინავთა შემადგენლობები, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო ჯგუფები, ყველა დონის სამეთაურო პუნქტები, ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურები.