“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მივიდა. როგორც თავად ამბობს, მან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩააბარა.
ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილმსა საქართველოში დიქტატურა დაამყარა.
“ბარდება განცხადება ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რათა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ტირანული დიქტატურა დააყენა საქართველოში. იმედია ჩემი ქრონიკული მოძულეები არ მეტყვიან, აგირჩიეთ და პარლამენტში არ შეხვედითო, ერთი მანდატი ივანიშვილმა გააკვეხოს საკუთარ ოჯახში” – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: newposts.ge