ტრამპი COVID-19-ზე აცრას ჯერჯერობით არ აპირებს

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები პრიოტიტეტულ რეჟიმში აიცრებოდნენ COVID-19-ზე.

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ აპირებს, აიცრას კორონავირუსულ ინფექციაზე, თუმცა მზადაა, ვაქცინაცია შესაბამის დროს ჩაიტაროს.

აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტიდან აუწყა საზოგადოებას.

​„ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა რამდენადმე გვიან უნდა მიიღონ პროგრამის ფარგლებში, თუ საამისოდ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს. მოვითხოვე, რომ ეს შესწორება გაკეთდეს. მე არ ვგეგმავ ვაქცინის მიღებას, თუმცა ამას შესაბამის დროს გავაკეთებ“, — წერს ტრამპი.

მანამდე სააგენტო Bloomberg–მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ის ხელისუფლების სამივე ტოტის წარმომადგენლებს COVID-19–ზე  ვაქცინაცია პრიორიტეტულ რეჟიმში ჩაუტარდება.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა კვირას ხელი მოაწერა ექსპერთა საბჭოს რეკომენდაციას Pfizer–ისა და BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაცინის გამოყენების თაობაზე. აშშ–ის მოსახლეობის აცრა ორშაბათიდან დაიწყება.

“სპუტნიკი”