დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, განცხადებას აკეთებს:
“პანდემია არ ჩერდება, უკვე 73 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა. 2 დღის წინ იყო ანტირეკორდის დღიური მაჩვენებლი მსოფლიოში, 700 ათასს გადააჭარბა ერთ დღეში ინფიცირებუთა რაოდენობამ.
გლობალურად სიკვდილიანობამ გადააჭარბა მილიონ 600 ათასს და მე ხშირად ვიმეორებდი ამას, 1 წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ კოვიდით გადააჭარბა ოთხივე მთავარ მკვლელ ინფექციურ დაავადებას. პირველი არის ტუბერკულოზი – მისი მსხვერპლია, წელიწადში, დაახლოებით მილიონ 600 ათასი, შემდეგ მოდის “ც” და “ბ” ჰეპატიტი – მილიონ 300-400 ათასი, შემდეგ მოდის შიდსი და მერე მალარია და უკვე კოვიდმა გადააჭარმა ოთხივე მკვლელ ინფექციას.
გლობალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზაფხულის 7 პროცენტიდან, 2,2 პროცენტამდეა შემცირებული, მაინც საყურადღებო ფაქტია.
ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ევროპა მეორე ადგილზეა როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის ციფრებით, მასზე მოდის 27 პროცენტი გავრცელების მსოფლიოდან და სიკვდილიანობის 28 პროცენტი.
ჩვენ დღეს გვაქვს 1337 შემთხვევა, არ გაიგოთ ისე, რომ უცებ გავაკეთეთ ნახტომი, ეს არის კვირას შედარებით შემცირებული ტესტირებულის რაოდენობის ფონზე. კვირას ვარდება მიმართვიანობა. 6 554 ტესტი ჩატარდა და ამის ფონზეა 1337
თუ 7 დეკემბერს იყო გამოვლენილი 4673 დადებითი შემთხვევა და ჩატარებული ტესტი 16 600 ტესტი, დადობითობის პროცენტი იყო 28 პროცენტი, 8 დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 24 პროცენტზე, 9 დეკემბერს 23 პროცენტზე იყო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი. 19 დეკემბერს – 22 პროცენტი, 11 დეკემბერს – 20 პროცენტზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. ეს 20 პროცენტი გვაქვს 12-13 დეკემბერს. გამოჩნდა ტენდეცია ინფიცირების მაჩვენებლის კლების. ეს გახლავთ შემზღუდველი ღონისძიებების შედეგი. ამ შეზღუდვებმა სერიოზული როლი ითამაშა გაზაფხულზე და ახლა, ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების პირველი შედეგი გამოჩნდა. პიკი გადავიარეთ, პიკში ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ეს არის მხოლოდ პირველი ნიშნები და არ არის საბაბი დამშვიდების!
ეს არის ეფექტი შეზღუდვების, გაფართოებული ტესტირების და ნიღბის ტარების კულტურის გაზრდის. მოსახლეობის 65 პროცენტი ატარებს უკვე ნიღაბს და ეს არ არის საკმარისი.
შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში და გვაქვს პირველი ნიშნები შემცირებისა, მაგრამ ეს დამშვიდების საბაბს არ იძლევა. პანდემია ბობოქრობს მთელ მსოფლიოში, ბობოქრობს ევროპაში და არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, თუ გვინდა ეს ზამთარი შედარებით ნაკლები ინფიცირებით გავიაროთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ შევამციროთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება გაზრდა სიკვდიალონის მაჩვენებლის, იმიტომ რომ, საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ხელოვნურ… ააა… ვენტილაციაზე, საიდანაც ადამიანების… ააა, საიდ… რომლებიც არიან კრიტიკულად მძიმე და მათი… ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ… როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოსალოდნელი იყო სიკვდილიანობის ზრდა. სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი. სიკვდილიანობა, როგორც წესი 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, ანუ, 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა.
49 გარდაცვლილია დღეს და ეს არის საკმაოდ მაღალი ციფრია, 28 არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიეებები აუცილებელია… 24 და 25 გარდაცვლილის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ… ჩემი რეკომენდაცია, ყოველთვის არის უფრო მკაცრი.“
არ ვიცით, რა უნდა დავამატოთ დაავადებათა კონტროლის უფროსის ამ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებას, ამირან გამყრელიემ 400 ოჯახს ერთი წინადადებით მოუსპო იმედი!!! “ალიას” მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენი ექიმები მართლაც ყველაფერს აკეთებენ ამ ადამიანების გადასარჩენად და იმედი გვაქვს, ამირან გამყრელიძის ინფორმაცია არასწორია ამჯერადაც, ისევე როგორც არასწორი იყო მისი პროგნოზი და დამთრგუნველი განცხადებები წინასააღდგომოდ და ამ 400-მდე პაციენტის დიდი ნაწილის სიცოცხლეს შევინარჩუნებთ.
შეგახსენებთ, წინასააღდგომოდ, ამირან გამყრელიძეს სრულიად არაადეკვატური, ხალხის დამაშინებელი პროგნოზები ჰქონდა, მაშინ “ალიამ” მას დაუსვა კითხვა, რამდენად დარწმუნებული იყო თავის პროგნოზში და დატოვებდა თუ არა თანამდებობას, პანდემიის დასრულების შემდეგ, თუკი, მისი პროგნოზი არ გამართლდებოდა, რაზეც გვიპასუხა, რომ კი, ორივე ხელებს ასწევს, ინტერვიუს მოგვცემს და თანამდებობას დატოვებს!
პანდემიის დასრულების შემდეგ, ველოდებით დაპირებულ ინტერვიუს, ბატონო ამირან!
ვიდეოს კომენტარებში წერენ:
“მაძღარი დაქირავებული მონა ესენი აღარც ექიმები არიან აღარც ადამიანები მონები არიან და ყველა ჩვენი გაყიდული სიცოცხლე მათი ბონუსი და შემოსავალია, ვეყაროთ სახლებში და დაგვაჯერებენ რასაც უნდათ … ამდენ ხანს რას ჩაგვკეტეს თუ უკეთესობა არ გვაქვს და იგივეა მდგომარეობა მუშაობა მაინც გვაცადონ ….”
“შობა ახლოვდება და აპროგნოზებენ წინასწარ.”
“პირდაპირ აპრავებთ სიკვდილიანობას და იმ ექიმების არაადამიანურობას რომლებიც დღეში ორჯერ შედიანჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებთან… რაც რათქმაუნდა უყურადღებობით დახრჩობის ტოლია…ჰაერზე არ ვამბობ ამას სამწუხაროდ!”
“ახლა ამ კრიტიკული პაციენტების ოჯახებმა რო შეგჭამონ ძვლიანად ხო ხარ ღირსი?!”
“იდინა@უი რა ბიძია აბა რაღატო დატოვეთ ხალხი უმუშევარი და რაღატო გააჩერეთ ტრანსპორტი მანამდე უფრო არ იყო ამდენი ინფიცირებული ვიდრე ეხლა უარესი გააკეთეთ თქვენი უტრაკო დედები მოვ….ნ”
“მეზიზღებით რა ადამიანი ხართ ხალხი ისეც სტრესშია ..დასაჭერია ეს ნაგავი”