„ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მიჭირს“

 

ია ფარულავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

მსახიობ ია ფარულავას მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.

„მშვიდობით დოდო მამიდა… ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ მიჭირს, რადგან ჯერ….არ მჯერა …დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის“, – წერს მსახიობი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.