გრიგოლ, თქვენ ნამდვილად გახიეთ ნაკერავზე “ნაციონალური მოძრაობა” – ბადრი შუბლაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას სოციალურ ქსელში ბადრი შუბლაძე ეხმაურება.

„ბატონ გრიგოლ ვაშაძეს! თქვენ, ნამდვილად „გახიეთ ნაკერავზე“ ოღონდ არა ე.წ. „ქართული ოცნება“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

გარწმუნებთ, ვერ გახევთ! ვისაც ჩვენთან არ უნდა არც ჩვენ გვჭირდება. მშვიდობით“,- წერს ბადრი შუბლაძე.

შეგახსენებთ, რომ ფრაზა “გაგხევთ ნაკერავზე” გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას დაპატიმრების კომენტირებისას გამოიყენა.

ცნობისათვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა. ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.

წყარო: itv.ge