ბარბაროსს სახელი და გვარი არა აქვს…უჩინარი მკვლელიც მკვლელია!!! კანონმორჩილება კანონიერ სახელმწიფოში კითხვის ნიშნებს არ უნდა აჩენდეს, მაგრამ, როცა უკანონო ქვეყანაში,კანონის სახელით, საკუთარ მოქალაქეს, კოვიდაფეთქების პერიოდში (თან გაგანია ზამთარში) , თუნდაც მიტაცებულ მიწაზე აშენებული საცხოვრისიდან აგდებ,მკვლელი და ბარბაროსი ხარ!
როცა მავანი და მავანი(შეიძლება მათში ბინიანებიც ერიოს, მაგრამ, ჯერ ხომ უნდა დაადგინო, ვის აგდებ ქუჩაში) ასეთ რისკზე მიდის, თუ კანონიერების დადგენა გინდა, ჯერ მოუძებნე თავშესაფარი და მერე აღასრულე „კანონი“!
„ნაციონალები“, რომელთა სახელის წარმოთქმაც კი გვზარავს, სხვას არაფერს აკეთებდნენ-ისინიც ასე უმოწყალოდ ერეკებოდნენ ხალხს ქუჩაში და არ აინტერესებდათ, თავიანთი სადიზმით უჭრიდნენ თუ არა მათ საციცოცხლო არტერიას!
ამიტომაც ვამბობ ხშირად:„ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთი მთელის ორი ნაწილია-მეთქი!
ადამიანებს არსებული უბინძურესი სისტემა აჩმორებს და კლავს!შემსრულებლებს კი ამისთვის სხვადასხვა მეთოდები აქვთ გამოძერწილი…
ყველაფერი არ უნდა გადავყლაპოთ!
წინ დიიიდი უფსკრულია!!!
ზაურ ნაჭყებია