თურქეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციების წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, თურქეთისთვის დაწესებული სანქციები აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
„თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს.
„სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს