გამალეის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივი კვლევების მონაცემებს გამოაქვეყნებს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში.
„სპუტნიკ V“ ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100%-ს შეადგენს, განაცხადეს ორშაბათს მისმა შემქმნელებმა.
მსოფლიოში პირველი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი „სპუტნიკ V“ შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, არის უსაფრთხო, ეფექტური და არ გააჩნია გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები.
„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამალეის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივი კვლევის მონაცემებს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნებს. მონაცემები გამოყენებული იქნება ასევე განაცხადების წარსადგენად სხვა სახელმწიფოებში ვაქცინის დაჩქარებული რეგისტრაციის მიზნით.