ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება – მოშორდეს გემს, რომელიც იძირება- ხაინდრავა

გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება, პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

დაავ

„რომელ ევროკავშირზე შეიძლება საუბარი და რომელ მომავალზე. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სამსახურში დგას, ამას ვამბობ 15 წელია და დღეს ეს აღარავისთვის ეჭვს არ იწვევს, ვის წარმოადგენენ ეს ბნელები და რას ემსახურება ეს გაშმაგებული შეტევა დასავლეთზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, გერმანიაზე თავდასხმა, ეს ხომ ელემენტარულია. ელჩი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს ქვეყანას. როდესაც შენ ამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეების გაყიდვაში და ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამაში მონაწილეობას აშშ. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს ან იმ ბნელების თავყრილობას, რომლებიც შალიკოს ფანჩატურში იყრიან თავს. თუ იმ ქვეყნებმა ზურგი გაქციეს, მერე ერთი-ერთზე რჩები ამ გავეშებული დათვთან, რომლის წარმომადგენლებიც არიან და ამის მშვენიერი მაგალითი იყო, რომ ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება.

„ის გემი რომ იძირება, ამას ყველა ხედავს, ამოწურეს მათ რესურსი და პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან. იმ მომენტიდან, როცა ეს ბნელეთი შეიკრიბა ერთად და განახორციელეს ის, რაც ქნეს, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ პერსპექტივა ამ ფსევდოპოლიტიკურ ძალებს საქართველოში აღარ აქვთ. ჯერ გვერდზე გაწიეს და ახლა მთლიანად გააქრეს, რადგან როდის დასჭირდებათ თავისი ერთგული მსახური რუსეთის სპეცსამსახურებს, ჩვენ ამას დავინახავთ. ვაშაძე არსად არ გაქრება, მოვა დრო და გამოჩნდება ის, სადაც საჭირო იქნება იმ ძალებისთვის, ვინც მაგას მართავს. სამწუხაროდ, ამას არ ისმენს ქართული საზოგადოების ნაწილი და ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ამ ბნელებს 500 ათასი უჭერს მხარს და დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იზიარებს მათ განწყობებს. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვინც ამ შალიკოს ფანჩატურში არიან შეკრებილები, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.