ვიდეო: რას პირდებოდა სუბარი წინასაარჩევნოდ აფრიკის დასახლების მოსახლეობას?

სოზარ სუბარი, აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს არჩევნებამდე ბევრ რამეს პირდებოდა, გზების დაგებას, კანალიზაციის მოწყობას, უნებართვოდ აშენებული სახლების დაკანონებას და ამბობდა – “მე ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება”

სად ცხოვრობს ახლა სოზარ სუბარი? დეკლარაციის მიხედვით, მის ოჯახს აქვს სახლი თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187,9 კვ.მ., რომელიც შეისყიდეს 190 ათას დოლარად. ასევე აქვთ დმანისში 2 სახლი.

ქართული ოცნების” დეპუტატი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ შენობების დემონტაჟს გამოეხმაურა:

“არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა სადაც მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს – სადაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივია გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას, იგივე თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება.

მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არის არაერთი დასახლება სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს იქ ზრდიან, ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. […] ადამიანები რომლებმაც 2-3 თვის ბოლოს ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ამ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. სადაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში დახმარება, დავუდგები გვერდით მაქსიმალურად”