ძაან მოკლედ ვიტყვი იმის შესახებ რაც ხდება მსოფლიოში. მერე იმედები რომ არ გაგიცრუვდეთ.
ამერიკაში მიმდინარე მოვლენებიც იმის დასტურია, რომ ლორდების კლანები დაეტაკნენ ერთმანეთს. სხვადასხვა ვაქცინაც ამის შედეგია, ვერ შეთანხმდნენ და დიდ ლოჟებშიც გაუგებრობაა. თუმცა საბოლოოდ ალბათ “მორიგდებიან”
ხომ გახსოვთ ლაიტმანის სიტყვები: “ყველაზე კარგ ცეკვას მაშინ ვასრულებთ, როდესაც “ჩვენ” ვერთიანდებით. ეს იშვიათად ხდება, თუმცა მუსიკას ყველა ვარიანტში ჩვენ ვუკვეთავთო”. ძნელია არ დაეთანხმო, თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობების სურათები მაქვს ნანახი, ამათი ფორმებით, ქუდებით და სანთლებით, თითქოს დიდი მორწმუნეები და მლოცველები იყვნენ. ფაქტიურად, გოშიებივით ჰყავთ მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსები, მათ შორის ტრამპიც. კარგად მახსოვს, როგორ აპირებდა იერუსალიმის 8 საუკუნოვანი შეთანხმების დარღვევას…..თუმცა ბაიდენის მოსვლა ამერიკის პრეზიდენტად, ალბათ ნახევარ მსოფლიოს მაინც გახვევს ცეცხლის ალში.
ტრამპმა უკვე მიულოცა ამერიკელ ხალხს ვაქცინა, დიდი ხნის უკან დავწერე, რომ ნუ გექნებათ ილუზიები მეთქი – ტრამპი გაიმარჯვებს და პანდემია დასრულდებაო. პანდემიაც კი გამოიყენეს ტრამპის წინააღმდეგ – დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ტრამპი დაამთავრებს პანდემიას, ეს არის აბსურდი.
ამას იცით რატომ ვწერ? ზოგიერთ ფბ მეგობარს, რამსები აქვს არეული. ვაქცინა კარგია, იმიტომ რომ ტრამპმა ასე თქვაო. გავიწყდებათ, რომ ცრუ კერპების ეპოქააა. ანტიქრისტეს რომ ნახავთ ალბათ მთლად გააღმერთებთ.
ერთი სიტყვით, ესაა ბრძოლა თუ ვის დარჩება ტახტი და მეტი არაფერი.
დიტო ბიძინაშვილი