ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ვულოცავ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საუკეთესო სურვილებით და იმედი მაქვს, რომ აშშ დარჩება თავისუფლების მიწად და მამაცთა სახლად. მზად ვიქნები თქვენთან თანამშრომლობისთვის და გავაგრძელებ ბრაზილია-აშშ ალიანსის შენებას,“- განაცხადა ბოლსონარუმ.

ცნობისთვის, ბოლსონარუ ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე ლიდერს შორის, რომლებმაც ჯო ბაიდენის გამარჯვება საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი ოფიციალურად არჩევის შემდეგ აღიარეს.

წყარო: report.ge