ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ტრამპი მიდის – ირანის პრეზიდენტი

ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ტრამპი მიდის – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

“ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენ ჯო ბაიდენის გამარჯვებამ გაგვახარა. ეს ასე არაა, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ტრამპი მიდის. ის ადამიანებს კლავდა და ტერორისტი იყო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ირანში ვაქცინის იმპორტს ეწინააღმდეგება” – განაცხადა როუჰანიმ.

წყარო: bm.ge